07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
335 ქალაქის შემოვლის შემდეგ ოლიმპიური ჩირაღდანი დანიშნულების ადგილზეა

335 ქალაქის შემოვლის შემდეგ ოლიმპიური ჩირაღდანი დანიშნულების ადგილზე, რიო დე ჟანეიროში ჩაიტანეს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი დღეა დარჩენილი. მარაკანას სტადიონზე ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.  

თამაშები 17 დღე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 205 ქვეყნიდან ჩასული 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს. ორგანიზატორებმა მათი უსაფრთხოების დაცვის კუთხით ყველა დეტალი გაითვალისწინეს. 

ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლების მოპოვებას სპორტსმენები სპორტის 42 სახეობაში შეეცდებიან. წელს მათ რიცხვს დაემატა რაგბი და გოლფი. თამაშები 21 აგვისტოს მარაკანას სტადიონზე დაიხურება. მომდევნო 17 დღის განმავლობაში ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვაზე 88 ათასი პოლიციელი და ჯარისკაცი იზრუნებს.

დღის ამბები