07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ერთი დაღუპული და 5 დაშავებული - ლონდონის ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა ლონდონში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებიდან რამდენიმე საათში. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოხდა. დანით შეიარაღებული, 19 წლის მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს.

თავდამსხმელი პოლიციამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა. მამაკაცი, რომლის ვინაობას სამართალდამცველების არ ასაჯაროვებენ, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ საავადმყოფოში იმყოფება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა შესაძლოა ფსიქიკურად არის დაავადებული. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები