07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
კალიფორნიის ტყეში ხანძარია - მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

ამ დროისთვის ხანძარი 16 კვადრატულ კილომეტრზეა მოდებული. მაშველებმა 35 სახლიდან მცხოვრებლების სასწრაფო ევაკუაცია მოახდინეს. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება. ხანძრის ჩაქრობაში ავიაციაა ჩართული.

დღის ამბები