07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
შეერთებულ შტატებში ზიკას ვირუსით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა

შეერთებულ შტატებში ზიკას ვირუსით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა. ფლორიდის ჯანდაცვის დეპარტამენტი კოღოს ნაკბენის შედეგად დაინფიცირების 15 შემთხვევას სწავლობს.

ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის სენატს ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო დაფინანსების გაზრდას სთხოვს. პარალელურად უსაფრთხოების ზომები მიიღეს ნიუ-იორკში, სადაც ზიკას ვირუსით სხვადასხვა ქყვეყანაში მოგზაურობის შემდეგ 500-ზე მეტი ადამიანია დაავადებული.

მოსახლეობის დაცვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ნიუ-იორკის მეტროს გვირაბებსა და სადგურებში.

დღის ამბები