07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
ტერორისტული საფრთხის გამო საფრანგეთის ხელისუფლება საზღვაო უსაფრთხოებას აძლიერებს

ტერორისტული საფრთხის გამო საფრანგეთის ხელისუფლება საზღვაო უსაფრთხოებას აძლიერებს. ბორნებზე, რომლებიც ლა მანშის სრუტეს კვეთენ, სამხედროებისა და ვერტმფრენების გადასხმა დაიწყეს.

ხელისუფლება სხვა საზღვაო ტრასებზეც გეგმავს უსაფრთხოების გაძლიერებას, მათ შორის ხმელთაშუა ზღვაშიც. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მათი მთავარი მიზანი უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფაა, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში, როდესაც ბევრი ფესტივალი ტარდება.

დღის ამბები