07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
დონალდ ტრამპი საარჩევნო შტაბში განხეთქილებას უარყოფს

დონალდ ტრამპი საარჩევნო შტაბში განხეთქილებას უარყოფს. რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი ირწმუნება, რომ მისი შტაბი არასდროს ყოფილა ისეთი ერთიანი, როგორიც დღესაა.

ამერიკული პრესა კი წერს, რომ რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპის მიმართ უთანხმოება ყოველდღიურად მწვავდება.

მიზეზად კანდიდატის ბოლოდროინდელ განცხადებებს ასახელებენ. განსაკუთრებული უკმაყოფილება პარტიაში ერაყში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცის მშობლებთან ტრამპის საჯარო პოლემიკამ გამოიწვია. კამპანიის მენეჯერმა მას მსგავს თემებზე მწვავე საუბრისგან თავის შეკავებაც კი ურჩია.

დღის ამბები