07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
თეთრი სახლი ირანისთვის გამოსასყიდის გადახდის ფაქტს უარყოფს

თეთრი სახლი ირანისთვის გამოსასყიდის გადახდის ფაქტს უარყოფს. განმარტება ობამას ადმინისტრაციაში უოლ სტრიტ ჯორნალში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გააკეთეს, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა თეირანს 5 ამერიკელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ 400 მილიონი დოლარი გადაუხადა.

თეთრ სახლის პრეს-მდივნის განცხადებით, ეს თანხა ძველი დავალიანება იყო და არა გამოსასყიდი.

5 ამერიკელი და 7 ირანელი პატიმარი ვაშინგტონმა და თეირანმა იანვარში, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების შემდეგ გაცვალეს.

 

 

დღის ამბები