07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს თავს ძლიერი ქარიშხალი "ერლი" დაატყდა

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ძლიერი ქარიშხალი ერლი დაატყდა თავს. სტიქიამ პირველი ბელიზი დააზარალა.

ამ დროისთვის ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევს. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის შესახებ გააფრთხილა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი, ჰონდურასისა და ჩრდილოეთ გვატემალის გავლით, მექსიკასაც გადაუვლის, სადაც სტიქიასთან საბრძოლველად უკვე ემზადებიან.

მექსიკაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

დღის ამბები