სამართალდამცველებმა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მისთვის საცხოვრებელი ფართის მიღება.
ბინის სანაცვლოდ, ბრალდებულებმა დევნილ პირს მოსთხოვეს და თაღლითურად გამოართვეს 2000 აშშ დოლარი.