07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
თურქეთის ხელისუფლებამ 75 ათასამდე ადამიანს პასპორტები გაუუქმა

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 75 ათასამდე ადამიანს პასპორტები გაუუქმა. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, გამოძიების მსვლელობისას 26 ათასამდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის 13 ათასზე მეტი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

პარალელურად, თურქული მედია წერს, რომ თვის ბოლოს ქვეყანაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩადის. ჯონ კერისთან შეხვედრების დროს თურქეთის ლიდერები გეგმავენ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგები განიხილონ და არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირება მოითხოვონ. 

დღის ამბები