07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
კანარის კუნძულებზე მეორე დღეა ხანძარს ვერ აქრობენ

კანარის კუნძულებზე ტყის ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან. უკვე მეორე დღეა კუნძულ ლა პალმაზე ხანძარს ძლიერი ქარის გამო ვერ აქრობენ. სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. დაიღუპა ერთი მაშველი, 700-მდე ადამიანი კი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

სამართალდამცველების ვერსიით, ხანძარი გაუფრთხილებლობით გაჩნდა. პოლიციამ უკვე დააკავა ერთი ეჭვმიტანილიც. ის 27 წლის გერმანელი მამაკაცია, რომელიც აღიარებს, რომ ხანძარი შემთხვევით გააჩინა.

დღის ამბები