07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ლონდონის თავდასხმის ახალი დეტალები - დანით შეიარაღებული მამაკაცი ნორვეგიელია

ლონდონში თავდასხმის მოწყობისთვის დაკავებული ახალგაზრდა წარმოშობით სომალელი ნორვეგიელია. პოლიციამ მისი ახლობლები დაკითხა და საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკაც ჩაატარა, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოჩინა.

თავდასხმა ლონდონის ცენტრში გვიან ღამით მოხდა. 19 წლის ახალგაზრდამ დანით გამვლელები დაჭრა. ერთი ქალი, რომელიც ამერიკელი აღმოჩნდა, ადგილზე დაიღუპა, 6 დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს.

ნორვეგიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დაკავებული ნორვეგიელია. გამოძიება ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები