07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ქარიშხალი "ერლი" დაატყდა თავს

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ქარიშხალი ერლი დაატყდა თავს. სტიქიამ პირველად ბელიზი დააზარალა. ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა, დაიხურა აეროპორტი.

ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის შესახებ გააფრთხილა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი ამ დროისთვის გვატემალას უტევს და მექსიკისკენ მიემართება.

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში სტიქიასთან საბრძოლველად ზომები უკვე მიიღეს. სანაპირო რეგიონებიდან ასობით ოჯახია ევაკუირებული.

დღის ამბები