07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრაზილიაში - მარგველაშვილი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა

ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში, ოლიმპიადის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა.

მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პორტუგალიელი მონიტორების ჩართვის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პორტუგალიამ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში პორტუგალიელების დახმარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა კომენტარი გააკეთა ბრაზილიაში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტზე.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ბრაზილიაში შეხვედრების მიზანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაა.

დღის ამბები