07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ერევანში დაჯგუფება "სასნა ცრერის" მხარდამჭერი აქცია დაკავებით დასრულდა

დაკავებებით დასრულდა ერევანში დაჯგუფება სასნა ცრერის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია. დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს.

აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა, სამართალდამცველებმა 25 მომიტინგე წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. დღეს დილით კი ყველა მათგანი გაათავისუფლეს.

17 ივლისს შეიარაღებულმა აქტივისტებმა ერევნის პოლიციის შენობა დაიკავეს და მძევლები აიყვანეს. ისინი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლებასა და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. გასულ კვირას მათ მძევლები გაათავისუფლეს და იარაღიც დაყარეს.

ორ კვირიან დაპირისპირებას 1 პოლიციელი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაიჭრა.

დღის ამბები