07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
შეერთებული შტატები დარწმუნებული არ არის შეიძლება თუ არა რუსეთის ან ვლადიმერ პუტინის ნდობა - ობამა

შეერთებული შტატები დარწმუნებული არ არის შეიძლება თუ არა რუსეთის ან ვლადიმერ პუტინის ნდობა - ეს განცხადება, ბარაკ ობამამ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები სირიის კრიზისი და დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა იყო.

ბარაკ ობამას თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები კითხვებს ბადებს, ნამდვილად სურს თუ არა მოსკოვს სირიაში კონფლიქტის შეჩერება, ბარაკ ობამამ ისიც აღნიშნა, რომ ამერიკა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გზებსაც განიხილავს ISIS-ის დასამარცხებლად.

დღის ამბები