07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
ფეთულა გიულენი ამბობს, რომ თურქეთმა დემოკრატიის გზიდან გადაუხვია

ფეთულა გიულენი სტამბოლის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ამერიკაში მცხოვრები სასულიერო პირი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ მისი დაკავების ორდერის გაცემა კვლავ აჩვენებს პრეზიდენტ ერდოღანის ავტორიტარიზმისკენ სვლას.

გიულენის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი და ქვეყანა დემოკრატიის გზიდან უხვევს.

თურქეთმა უკვე მიმართა შეერთებულ შტატებს სასულიერო პირის ექსტრადირების მოთხოვნით. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ ჯერ ანკარის მიერ გაგზავნილ დოკუმენტაციას სწავლობენ.


 

დღის ამბები