07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
შტორმში მოყოლილი თვითმფრინავი აეროპორტთან ავტომაგისტრალზე დაეშვა

ავარიული დაშვება ბერგამოს აეროპორტში. სატვირთო ლაინერი დაშვებისას ასაფრენ ბილიკს გაცდა და ავტომაგისტრალზე გადავიდა.

ბოინგ 737 რეისს პარიზიდან ბერგამოში გადამზიდავი კომპანია DHL- ის დაკვეთით ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, ლაინერმა დაშვების შემდეგ დამუხრუჭება ვერ შეძლო. ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა.

ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან გამთენიისას მოხდა და იმ დროს ტრასაზე მანქანები არ მოძრაობდნენ.

მომხდარს საგამოძიებო ჯგუფი სწავლობს. წინასწარი ვერსიით ინცინდენტის მიზეზი უამინდობა გახდა.

ცნობილია, რომ ბერგამოში დაფრენამდე თვითმფრინავი შტორმში მოჰყვა. მომხდარის გამო ბერგამოს აეროპორტმა რამდენიმე საათით მუშაობა შეაჩერა.

დღის ამბები