07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
საპროტესტო აქცია ლონდონში - ჰითროუს აეროპორტი შეფერხებებით მუშაობს

შეფერხებებია ლონდონის საერთაშორისო აეროპორტში. ჰითროუს მისადგომებთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტებმა აეროპორტთან მისასვლელი მთავარი გზა გადაკეტეს და ტრასაზე დაწვნენ.

მათ გზაზე პლაკატი გაშალეს წარწერით - ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ამგვარად მომიტინგეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მოძრაობას, რომელიც შეერთებულ შტატებში პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მოქალაქეების გახშირებული მკვლელობების შემდეგ დაიწყო.

აქციის ორგანიზატორები დიდ ბრიტანეთში რასიზმის გამოვლინებაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მხრიდან სროლის შედეგად გაცილებით უფრო მეტი ფერადკანიანი მოქალაქეა დაღუპული, ვიდრე თეთრკანიანი.

ლონდონის აეროპორტთან პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. მიუხედავად ამისა, მომიტინგეები აქციებს ბრიტანეთის სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავენ.

დღის ამბები