19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე - მმართველი გუნდის ბრალდებებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და ნიკა გვარამია პასუხობენ

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საორგანიზაციო სხდომა დღეს აღარ გაუგრძელებია. მოსამართლეთა შეთანხმებით ერთ-ერთ სადაო საკითხზე, რომელიც სარჩელების შესაძლო გამოცვლას უკავშირდება დოკუმენტებს ინდივიდუალურად შეისწავლიან. დასკვნაზე კი პლენუმის ფორმატში მოგვიანებით იმსჯელებენ.

საკითხი პრობლემური მოსამართლე მერაბ ტურავამ გახადა. ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდადებულებისა და რუსთავი 2-ის სარჩელების რეგისტრაციის კანონიერება თავდაპირველად ეჭვქვეშ სწორედ მან დააყენა. 

როდის გახდა მოსამართლე ტურავასთვის რუსთავი 2-ისა და კაბელების საქმის მსჯავრდადებულების სარჩელები საეჭვო უცნობია. ის, როგორც პირველი კოლეგიის წევრი, პირადად მონაწილეობდა იმ განხილვაში, სადაც რუსთავი 2-ის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი დადებითად გადაწყდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის განხილვაც ბოლო დღეებია არა მარტო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისა და მოსამართლეების მეგობრობა-ნათესაობას უკავშირდება. ქართული ოცნების წევრები მაია კოპალეიშვილის ობიექტურობას ეჭვქვეშ მხოლოდ იმიტომ აყენებენ, რომ ის ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა. მმართველი პარტიის იურისტ წევრებს მიაჩნიათ, რომ ეს გარემოება მისი აცილების საფუძველი უნდა გამხდარიყო. 

გვარამიასთან ნათელმირონობის გამო მისი აცილების საფუძველს ვერ ხედავს თავად მაია კოპალეიშვილი. 

მისი აცილების საკითხი ამ დროისათვის არ დგას. ის პლენუმის წევრ სხვა მოსამართლეებთან ერთად რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

ქართული ოცნების წევრ პოლიტიკოსებს გამოეხმაურა, ნიკა გვარამიაც. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ეკა ბესელიას იურიდიული განათლება დაუწუნა და აღნიშნა, რომ მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება პროცესზე შეუძლებელი იყო რადგან ის საქმეში მხარე არ არის. 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები