07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იწყება

რიოში ამ წუთებში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალისთვის ბოლო დეტალები ზუსტდება. ცერემონია თბილისის დროით ღამის 03:00 საათზე დაიწყება. 

მარაკანას სტადიონზე უკვე შეკრებილნი არიან მოქალაქეები, სპორტსმენები და მსოფლიო ლიდერები რომლებიც გახსნის ცერემონიას დაესწრებიან. 

ორგანიზატორები გრანდიოზულ შოუს და ლამაზ სანახაობას პროგნოზირებენ.

რიოში ოლიმპიადის გახსნას, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრებიან. 

ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. 

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ ბმულზე

დღის ამბები