07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
რიო დე ჟანეიორში ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა

გრანდიოზული ფოიერვერკი, ფერადი, ენერგიული და მუსიკალური შოუ-- რიო დე ჟანეიორში ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა.

ოლიმპიური ჩირაღდნის ანთებით 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. მისიის შესრულების პატივი ყოფილ მორბენალს, ვანდერლეი დე ლიმას, ერგო.

ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში პირველად ტარდება, მთელი მსოფლიოდან  207 გუნდი მონაწილეობს.

თამაშები რიოში 21 აგვისტომდე გაგრძელდება. 

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის პარალელურად, რიოში საპროტესტო აქციაც მიმდინარეობდა. ოლიმპიადის მონაწილეებმა ბრაზილიის სახელმწიფო დროშაც დაწვეს. დემონსტრანტები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

დღის ამბები