07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
ოლიმპიურ თამაშებში პირველი ქართველი სპორტსმენი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი იასპარეზებს

ოლიმპიურ თამაშებში პირველი ქართველი სპორტსმენი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი იქნება. ის დღეს ასპარეზობას თბილისის დროით 18 საათზე დაიწყებს.

დღესვე იასპარეზებს ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი ქართულ დელეგაციაში, ტყვიით მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი, რომელიც ცნობილი ქართველი სპორტსმენის, ნინო სალუქვაძის, ვაჟია.

ქართველი სპორტსმენის გამარჯვების იმედი აქვს სპორტის მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილსაც.

„დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება რიოსკენ არის მიმართული. ჩვენ ამ ოლიმპიადაზე სარეკორდო რაოდენობის სპორტსმენებით წარვსდექით, ეს ერთობლივი შრომის შედეგია. იმედს გამოვთქვამ, რომ რაოდენობა ხარისხში გადაიზრდება და ჩვენი სპორტსმენები არაერთხელ გაახარებენ ჩვენს გულშემატკივარს. გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი,“ - აცხადებს ტარიელს ხეჩიკაშვილი.

რიო დე ჟანეიორში ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ოლიმპიური ჩირაღდნის ანთებას წინ 50-წუთიანი ფერადი შოუ უძღოდა, რომელიც ბრაზილიის ისტორიას, კულტურასა და გარემოს სილამაზეს მიეძღვნა. 

 

დღის ამბები