07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
ფეტჰულა გიულენის ადვოკატები შიშობენ, რომ მათი კლიენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

ფეტჰულა გიულენის ადვოკატები შიშობენ, რომ მათი კლიენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

განცხადება ამერიკაში მცხოვრები ყოფილი სასულიერო პირის ინტერესების დამცველებმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

მათი ვარაუდით, გიულენის თურქეთში ექსტრადირება არ მოხდება, რადგან თურქეთში მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს შანსი ფაქტობრივად არ არსებობს.

თურქეთის ხელისუფლება ფეტჰულა გიულენს 15 ივლისის ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს. თავად ყოფილი სასულიერო პირი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები