07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
თავდასხმა ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერზე

თავდასხმა ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერზე - იგორ პლოტნიცკის მანქანა იმ დროს ააფეთქეს, როდესაც პლოტნიცკი, მისი მძღოლი და დაცვის წევრები ავტომობილს უახლოვდებოდნენ.

ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის პლოტნიცკის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილი პოლიციამ ერთი კილომეტრის რადიუსში გადაკეტა. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

თავდასხმაში სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება უკრაინის დივერსიულ ჯგუფებს ადანაშაულებს. 

დღის ამბები