07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
სირიის ოპოზიციურმა ალიანსმა მანბიჯი ისლამისტებისგან გაათავისუფლა

სირიის ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს, ისლამისტებისგან ქალაქი მანბიჯი გაათავისუფლა.

აქტივისტების თქმით, ქურთი და არაბი მებრძოლები სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქს თითქმის მთლიანად აკონტროლებენ.

მანბიჯი თურქეთის საზღვრის სამხრეთით, რამდენიმე გზის გადაკვეთაზე მდებარეობს.

ქალაქი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ორი წლის წინ დაიკავეს, კოალიციამ კი მის ასაღებად შეტევა ორი თვის წინ წამოიწყო.  

დღის ამბები