07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
იაპონიაში ჰიროსიმას დაბომბვის 71-ე წლისთავს იხსენებენ

იაპონიაში ჰიროსიმას დაბომბვის 71-ე წლისთავს იხსენებენ. დილის 8:15 საათზე, იმ დროს, როდესაც აშშ-ის სამხედრო ავიაციამ ქალაქში ატომური ბომბი ჩააგდო, მშვიდობის ზარი დარეკეს. დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილითაც მიაგეს პატივი.

მემორიალურ ცერემონიაში 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იაპონიის პრემიერ-მინისტრი და ჰიროსიმას მერიც, რომელმაც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, ბარაკ ობამას მიბაძონ და ქალაქს ესტუმრონ. 

დღის ამბები