07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
რუანის მცხოვრებლები ხანძრის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდებს გლოვობენ

რუანის მცხოვრებლები ხანძრის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდებს გლოვობენ. ადგილობრივებს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის ცენტრში მდებარე ბართან ყვავილები მიაქვთ.

ტრაგედია კაფე კუბა ლიბრეს ქვედა სართულზე დაბადების დღის წვეულების დროს დატრიალდა. ადამიანს, რომელსაც დაბადების დღის ტორტი მიჰქონდა, კიბეზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტორტი ძირს დაეცა, მასზე ანთებული სანთლებისგან კი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ოთახში მყოფთაგან ზევით ასვლა თითქმის ვერავინ მოასწრო.

2005 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ხანძარს საფრანგეთში 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა 18-დან 25 წლამდეა.

ხანძრის შემდეგ საავადმყოფოში 6 დაშავებულიც გადაიყვანეს. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ცეცხლის ლოკალიზებაში 50-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელმაც ასევე უნდა დაადგინოს, იყო თუ არა დაცული დაწესებულებაში უსაფრთხოების სტანდარტები.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

დღის ამბები