07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ბელგიაში ორი პოლიციელი ქალი დაჭრეს

ბელგიაში სამართალდამცველებს დაესხნენ თავს. ინციდენტი ბრიუსელის მახლობლად მდებარე ქალაქ შარლერუაში მოხდა.

პოლიციის მთავარ განყოფილებასთან უცნობმა პირმა ცივი იარაღით ორი სამართალდამცველი დაჭრა. ორივე ქალია.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელს მესამე პოლიციელმა ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

მომხდარი უკვე დაგმო ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები