07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
შოტლანდიაში რესტორანი აფეთქდა - არიან დაშავებულები

აფეთქება შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის უკანა ნაწილში მოხდა, რის შედეგადაც შენობის კედელი ჩამოინგრა.

4 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი ფრაგმენტების ქვეშ ერთი მანქანა მოჰყვა, რომელშიც ქალი იმყოფებოდა.

მისი მდგომარეობა უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.

აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

დღის ამბები