07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ბელგიის პრემიერმინისტრი სამართალდამცველებზე მომხდარ თავდასხმაში ტერაქტის კვალს არ გამორიცავს

ბელგიის პრემიერმინისტრი სამართალდამცველებზე მომხდარ თავდასხმაში ტერაქტის კვალს არ გამორიცავს. შარლ მიშელის განცხადებით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და ჩვენებები ტერორისტების ხელწერაზე მიუთითებენ. თავდასხმა პოლიციელებზე ქალაქ შარლ-ერუაში გუშინ მოხდა.

პოლიციის შენობასთან მაჩეტეთი შეიარაღებული ახალგაზრდა ალაჰუ აკბარის შეძახილებით ქალ პოლიციელებს დაესხა თავს. შედეგად ორი მათგანი დაშავდა. თავდამსხმელი ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა მოკლეს. გამოძიება მის იდენტიფიცირებაზე ამ დრომდე მუშაობს. პრემიერის განცხადების მიუხედავად პროკურატურას მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.

დღის ამბები