07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
დუბაიში მშენებარე კორპუსზე ხანძარს 4 საათი აქრობდნენ

დუბაიში მშენებარე კორპუსი დაიწვა. მრავალსართულიან კომპლექსს, რომელშიც ბიზნეს-ცენტრი და საცხოვრებელი ბინები უნდა განთავსდეს, ცეცხლი საღამოს გაუჩნდა. იმ დროს მშენებლები ადგილზე აღარ იმყოფებოდნენ. საინფომრაციო სააგენტოების ინფრომაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულ სამაშველო სამსახურებს ცეცხლის ჩასაქრობად 4 საათი დასჭირდათ.

მიზეზის დასადგენად საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. წინასწარი ვერსიით, ხანძარი მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო გაჩნდა.

დღის ამბები