07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ასობით ადამიანმა ჩიკაგოში პოლიციის შენობასთან მწოლიარე აქცია მოაწყო

ჩიკაგოს ცენტრი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ასობით ადამიანი ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბა და მწოლიარე აქცია მოაწყო. მიტინგი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პოლიციელების მიერ შეუიარაღებელი ფერადკანიანი ახალგაზრდის მკვლელობის ვიდეო გავრცელდა.

ინცინდენტი 28 ივლისს მოხდა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელმა 18 წლის ახალგაზრდას ესროლა, რომელიც მოპარული მანქანით სამართალდამცველთა მანქანას შეეჯახა და ადგილიდან გაქცევა სცადა. სროლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოკლულ ეჭვმიტანილს იარაღი არ ჰქონდა. დემონსტრაცია ჩიკაგოში დაკავებების გარეშე დასრულდა.

დღის ამბები