07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
"პოკემონ გოუს" პირველ კონკურსს ჰონგ-კონგმა უმასპინძლა

პოკემონ გოუს პირველ კონკურსს ჰონგ-კონგმა  უმასპინძლა. პოპულარული ვიდეო თამაშის მომხმარებლები ერთმანეთს მთავარი გმირების დაჭერაში შეეჯიბრნენ. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პირველად სწორედ ჰონგ-კონგში ჩატარდა, ქალაქში მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ზომები მიიღეს.

შეჯიბრის მსვლელობის დროს გადაიკეტა ქუჩები. შეჯიბრში 600 ადამიანი მონაწილეობდა, მათ განსაზღვრულ დროში ქალაქის სამ უბანში 12 პოკემონი უნდა დაეჭირათ. კონკურსის გამარჯვებული 21 წლის ახალგაზრდა გახდა. მას 400 დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცა.

დღის ამბები