09 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთში შვიდი ადამიანი იმსხვერპლა

ზედიზედ 2 აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქში. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა საფრანგეთის კულტურის ინსტიტუტთან აიფეთქა, რასაც რამდენიმე საათში მოჰყვა მეორე აფეთქება ქაბულის გარეუბანში. ტერაქტების შედეგად 7 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა მათ შორის საფრანგეთის მოქალაქეები არ არიან.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა პარიზი. მომხდარის მიუხედავად, საფრანგეთი ავღანეთის ტერიტორიაზე კულტურულ საქმიანობას მაინც განაგრძობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები