07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენის ერთ-ერთ კაფეში დასისხლიანებული შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა

გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენში რესტორან დუბროვნიკში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. თავდამსხმელმა ადგილზე მყოფ პირებს ტერიტორიის დატოვება უბრძანა. ის დასისხლიანებული იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით ამ ეტაპზე მძევლების ან დაშავებულების შესახებ ინფრომაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გერმანული გამოცემა ბილდი წერს, რომ პოლიციის თქმით მამაკაცი  ადგილობრივია და მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციასთან ერთად მობილიზებული არიან ფსიქოლოგები და შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, რომლებიც მასთან მოლაპარაკებას ცდილობენ.

როგორც ცნობილია მედიის ინფრომაციით, თავდამსხმელი რესტორნის მეპატრონეს სიძეა.

 

დღის ამბები