19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად მუხათგვერდის სასაფლაოზე ყაყაჩოების აქცია გაიმართა

8 წელი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან - ამ თარიღის აღსანიშნავად და დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად მუხათგვერდის სასაფლაოზე ყაყაჩოების აქცია გაიმართა. ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე რიგითი მოქალაქეები ადიან. საფლავებზე მათ ყვავილები და სანთლები მიაქვთ და 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ.

რიგითი მოქალაქეების და სამხედროების გარდა ადგილზე იმყოფებოდნენ დევნილთა და განსახლების სამინსიტროს წარმომადგენლები და ასევე ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის წევრები. მათ დაგმეს რუსული აგრესია და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს.

“რუსეთის თავდასხმის შემდეგ ძალიან ბევრი გმირი დავკარგეთ და მათი ხსოვნა ჩვენი ვალია. ასეთი ღონისძიებები მათი გახსენებისთვის და ჩვენი მხრიდან იმის დასტურად, რომ ოკუპაცია კვლავ გრძელდება და სანამ ამას ბოლო არ მოეღება, სანამ ოკუპაცია არ დასრულდება, ამ ბიჭების წინაშე ჩვენ ვალში ვიქნებით ყოველთვის,“ - განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის დამფუძნებელმა პავლე კუბლაშვილმა.     

ავტორი: სალომე ბოკუჩავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები