07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
მედიის ინფორმაციით 29 წლის სპორტსმენმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა

ოსკარ პისტორიუსი ზემო კიდურებზე მიყენებული ჭრილობებით ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულ სპორტსმენს, ჭრილობები მაჯაზე აქვს მიყენებული.

მედიის ინფორმაციით, 29 წლის ათლეტმა თავის მოკვლა სცადა და ვენები გადაიჭრა. მის საკანში ზედამხედველებმა სამართებელი აღმოაჩინეს. სუიციდის მცდელობის ვერსიას ციხის ადმინისტრაცია გამორიცხავს.

ზედამხედველების განცხადებით, თვითმკვლელობის მცდელობა თავად პატიმარმაც უარყო და განაცხადა, რომ დაზიანებები შემთხვევით მიიღო, როდესაც საწოლიდან გადმოვარდა.

ოსკარ პისტორიუსს სამედიცინო კვლევების დასრულების შემდეგ საკანში დააბრუნებენ, სადაც ის 6 წლიანი სასჯელს მეგობარი გოგოს მკვლელობისთვის იხდის.

დღის ამბები