07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
შტორმი მაკედონიაში - არიან დაღუპულები

მაკედონიის ცენტრალურ რეგიონს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის დედაქალაქი დააზარალა, სადაც შტორმს ნგრევა მსხვერპლი და წყალდიდობა მოჰყვა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სტიქიას 15 ადამიანი ემსხვერპლა. 6 ადგილობრივი კი დაკარგულად მიიჩნევა. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია.

გადაუღებელი წვიმის გამო სკოპიეში რამდენიმე უბანი დაიტბორა. სკოპიესა და მის შემოგარენში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან მეტეოროლოგები დღის მეორე ნახევარში ისევ ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები