07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენში სპეცოპერაცია ეჭვმიტანილის დაკავებით დასრულდა

გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენში სპეცოპერაცია ეჭვმიტანილის დაკავებით დაასრულდა. შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც რესტორან დუბროვნიკში შეიჭრა და შენობის დატოვებაზე უარს აცხადებდა, სამართალდამცველებმა შტურმის შედეგად დააკავეს. ის პოლიციამ გაქცევის მცდელობისას შენობის სარდაფში აიყვანა. ძალოვანები ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ, რადგან მას მძევლები არ აუყვანია და რესტორანში შეჭრისთანავე ხალხს შენობის დატოვება დაატოვებინა.

ძალოვნებისთვის ეჭვმიტანილის ვინაობაც ცნობილია, ის 43 წლის ზაარბრუკენის მცხოვრები და ამავე რესტორნის მეპატრონეს სიძეა. სამართალდამცველების ცნობით, ის დაჭრილია, თუმცა რა ვითარებაში დაშავდა ამ დრომდე უცნობია. ამ დრომდე დაუდგენელია დანაშაულის მოტივიც. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ალყა უკვე მოხსნილია.

დღის ამბები