07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
ირანში ბირთვული ფიზიკის პროფესორი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ბირთვული ფიზიკის პროფესორი სიკვდილით დასაჯეს. შახრამ ამირი სახელმწიფო ინტერესების ღალატისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მეცნიერი 2009 წელს მექაში გაუჩინარდა, ერთი წლის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც, მისივე თქმით, მას ცენტრალური დაზვერვის სამმართველო დაუკავშირდა და ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა.

გავრცელებული ინფორმაციით თეირანის ბირთვული ობიექტებისა და ირანის გამდიდრების პროგრამის შესახებ ამირი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა. ვაშინგტონში აცხადებდნენ, რომ ფიზიკოსი საკუთარი ნებით ჩაბარდა შეერთებულ შტატებს და ვაშინგტონს საიდუმლო ინფორმაცია გადასცა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის ირანის სპეცსამსახურმა 2011 წელს დააკავა.

დღის ამბები