07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ბელგიელმა ძალოვანებმა მაჩეტეთი შეიარაღებული პირი დააკავეს

ბელგიელმა ძალოვანებმა მაჩეტეთი შეიარაღებული პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ქალაქ ლიეჟში ჩატარდა. მას შემდეგ რაც ქუჩაში საეჭვო პირი შენიშნეს, პოლიციამ ქუჩები გადაკეტა და მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. დაკავებული 20 წლის ახალგაზრდაა. ძალოვანების ცნობით, ის ეროვნებით თურქია და კრიმინალური წარსული არ გააჩნია. მისი მოტივის შესახებ პროკურატურას ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

მაჩეტეს გამოყენებით გუშინ მომხდარ თავდასხმაზე კი პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. განცხადება ტერორისტების მიმართ სააგენტო ამაქმა გაავრცელა. მანამდე მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია ბელგიის პროკურატურამაც მიანიჭა. შეიარაღებული ახალგაზრდა ქალაქ შარლ-ერუაში პოლიციის შენობასთან ალაჰუ-აკბარის შეძახილებით ქალ პოლიციელებს დაესხა თავს და ორი მათგანი დაჭრა. თავდამსხმელი ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა მოკლეს. ის 33 წლის წარმოშობით ალჟირელი იყო, რომელიც ბელგიაში 2012 წლიდან ცხოვრობდა.  

დღის ამბები