09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
ბენ ლადენის ადგილსამყოფელი პატიმართა დაკითხვიდან დაადგინეს - CIA-ს შეფი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი უწყების მუშაობის დაცვას ცდილობს. ჯონ ბრენანმა, რომელიც ტელეკამერების წინ იშვიათად ჩნდება, ჟურნალისტებისთვის საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და სენატის მიერ მომზადებულ სკანდალურ ანგარიშს გამოეხმაურა.

ბრენანის თქმით, ბენ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია სპეცსამსახურმა სწორედ დაკითხვის უხეში მეთოდების გამოყენების შედეგად მოიპოვა.

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ისიც აღიარა, რომ ზოგიერთმა ოფიცერმა მოვალეობის შესრულებისას უფლებამოსილებას გადაამეტა. მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა მათ დარღვევებზე პასუხი არ აგებინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები