07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტის მხარდასაჭერად სტამბოლში მილიონიანი აქცია გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტის მხარდასაჭერად სტამბოლში მილიონიანი აქცია გაიმართა. მიტინგს თავად რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის ლიდერმა განაცხადა რომ მხარს დაუჭერს სიკვდილით დასჯის შემოღებას, თუ პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მან ამბოხების ორგანიზებაში კვლავ ამერიკაში მცხოვრები სასულიერო პირი ფეტულა გიულენი დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ ქვეყანა მისი იდეოლოგიის მომხრეებისგან გაიწმინდება.

ხვალ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სანქტპეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტს ხვდება. მოლაპარაკებების წინ მან ინტერვიუ მისცა რუსულ მედიას და განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყებას ელის.

დღის ამბები