07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
თავდასხმას პაკისტანის ქალაქ კუეტაში 42 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმას პაკისტანის ქალაქ კუეტაში 42 ადამიანი ემსხვერპლა. ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ საავადმყოფოს შესასვლელთან ამოქმედდა, სადაც დღეს დილით მოკლული ცნობილი ადვოკატის ცხედარი გადაასვენეს. აფეთქების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტებიც, რომლებიც ახალ ამბავს აშუქებდნენ.

გავრცელებული ცნობით, აფეთქების შემდეგ ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა, თუმცა უცნობია, ვინ არიან თავდამსხმელები. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თავდასხმა უკვე დაგმო პაკისტანის პრემიერმინისტრმა და განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობის დარღვევის უფლებას არავის მისცემენ.

დღის ამბები