07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ავღანეთში ქაბულის უნივერსიტეტის გატაცებულ პედაგოგებს ეძებენ

ავღანეთში ქაბულის უნივერსიტეტის პედაგოგებს ეძებენ. ამერიკელი და ავსტრალიელი პროფესორები შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის ცენტრიდან გაიტაცეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ავსტრალიის საელჩომ დაადასტურა, რომ გატაცებული ავსტრალიის მოქალაქეა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ მხოლოდ გატაცების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ივნისში ამავე რაიონიდან გაიტაცეს ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მომუშავე ინდოელი ქალი, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.

დღის ამბები