09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
სპეცოპერაცია დაღესტანში - მოკლულია 5 მებრძოლი

სპეცოპერაცია მიმდინარეობს დაღესტანში. სოფელ გურბუკიში სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს სახლი, რომელსაც მებრძოლები აფარებენ თავს.

მათ იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ძალოვანებმა შტურმი დაიწყეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად უკვე 5 მებრძოლია მოკლული, სპეცოპერაცია კი ამ დრომდე გრძელდება.

გავრცელებული ცნობით, შტურმის დაწყებამდე სახლი ორმა ქალმა და ბავშვებმა დატოვეს. სპეცოპერაციის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა გაიყვანეს.

დღის ამბები