07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ქარიშხალი მექსიკაში - დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

მექსიკაში ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. შტორმმა და ძლიერმა წვიმებმა ქვეყნის მთიანი რეგიონების რამდენიმე ქალაქში მეწყერი გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დაინგრა და დაზიანდა 200-მდე საცხოვრებელი სახლი. ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი.

ხელისუფლება მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავს. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები