07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
იაპონიის იმპერატორს სამეფო ტახტზე უარის თქმა სურს

იაპონიის იმპერატორს სამეფო ტახტზე უარის თქმა სურს. ამის შესახებ 82 წლის მონარქმა მმართველობის განმავლობაში რიგით მეორე სატელევიზიო გამოსვლის დროს მიანიშნა.

აკიჰიტოს თქმით, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მას უფლებამოსილების განხორციელებაში სირთულეებს უქმნის. 10 წუთიანი ისტორიული მიმართვის დროს იმპერატორს სიტყვა გადადგომა არ უხსენებია, თუმცა სურვილი გამოთქვა, რომ მოვალეობები გადააბაროს.

აკიჰიტოს იაპონიის სამეფო ტახტი 1989 წლიდან უკავია. ბოლო წლებში მან კარდიოლოგიური ოპერაცია გადაიტანა და ასევე სიმსივნეს ებრძვის. 

დღის ამბები