07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ამერიკულმა ავიაკომპანია "დელტამ" რეისები მსოფლიო მასშტაბით გადადო

უმსხვილესმა ამერიკულმა ავიაკომპანია დელტამ რეისები მსოფლიო მასშტაბით გადადო. მიზეზი კომპიუტერულ სისტემაში გამოვლენილი ხარვეზი გახდა.

პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობენ, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, როდის მოხდება სისტემის გამართვა და რეისების აღდგენა. დელტაში არც იმას ასახელებენ, რა გახდა მასობრივი ხარვეზის მიზეზი.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა მოუწოდებს მგზავრებს, აეროპორტში მისვლამდე საკუთარი რეისების სტატუსი გადაამოწმონ. დელტა ყოველწლიურად 180 მილიონამდე ადამიანს ემსახურება. 

დღის ამბები